Saturday, July 12, 2014
ტრენინგის ბოლო დღე
დღეს, 13 ივლისს, დავამთავრეთ მეორე დონის ტრენინგი. ჩვენი ტრენერი იყო ნინო ცანდიშვილი. ძალიან მოგვეწონა ტრენერიც და ტრენინგიც.
იწყება პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი
რეგისტრაცია დაიწყება 2014 წლის 10 ივლისს 10:00 საათიდან და დასრულდება 2014 წლის 18 ივლისს 20:00 საათზე.
III ეტაპზე რეგისტრაცია განხორციელდება წინა ეტაპებზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარუდგენლობის გამო გამოთავისუფლებულ ადგილებზე, ასევე შეუვსებელ/თავისუფალ ადგილებზე.
III ეტაპზე შესაძლებელია დარეგისტრირდნენ ის მოსწავლეები, რომლებმაც ვერ შეძლეს დარეგისტრირება I და II ეტაპზე.
III ეტაპზე რეგისტრაცია განხორციელდება იმ საჯარო სკოლებში, სადაც არსებობს პირველკლასელთა ჩასარიცხად თავისუფალი ადგილი.
III ეტაპზე მოსწავლის რეგისტრაციისათვის მიმართეთ იმ საჯარო სკოლის დირექციას, სადაც გსურთ დარეგისტრირება.
2014-2015 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ პირებს, რომელთაც 2015 წლის 1 იანვრამდე შეუსრულდებათ 6 წელი ან 2013-2014 სასწავლო წელს სწავლობენ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის სწავლის დაწყების მოსამზადებელ კლასში/განყოფილებაზე და 2014-2015 სასწავლო წლის დაწყებამდე შეუსრულდებათ 5 წელი.
Saturday, July 5, 2014
- პროექტის სახელწოდება: ,,ჩემი ლამაზი ოთახი"
- პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლე გამოთვლის თავისი ოთახისთვის საჭირო შპალიერის რაოდენობას და ფასს და მშობლებს მიაწოდებს ინფორმაციას.
- პროექტის აქტუალობა: მოსწავლე გაიმყარებს შეძენილ თეორიულ ცოდნას პრაქტიკული სამუშაოებით და ოჯახის წევრებს გაუწევს კომპეტენტურ კონსულტაციას საკითხის ირგვლივ.
- პროექტის მიზნები: მოსწავლე იძენს საყოფაცხოვრებო პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარ-ჩვევებს.
- მონაწილეთა ასაკი: 11-12 წელი
- ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა
- მოსალოდნელი შედაგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ცხრილი სადაც შეტანილი იქნება: ოთახის კედლების ფართობი, რემონტისთვის საჭირო შპალერის რულონების რაოდენობა, შპალერის ფასი.
- პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: მეტრიანი, ინტერნეტ-მაღაზიები.
- პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად. აირჩევენ ჯგუფის რომელიმე წევრის ოთახს (მშობლებთან შეთანხმებით) და ჩაატარებენ გაზომვებს ჩემს მიერ მიცემული მითითებებით. ირჩევენ შესაფერის საზომ ერთეულს, საზომ ხელსაწყოს, ზომავენ ოთახის სიგრძეს, სიგანეს, სიმაღლეს, ფანჯრების და კარების სიგრძეს და სიგანეს. მიღებული შედეგით ასრულებენ გამოთვლებს. ანგარიშობენ კედლების ფართობს, კარ-ფანჯრის ფართობს და გამოთვლიან შპალერით დასაფარი ზედაპირის ფართობს. ინტერნეტ-მაღაზიებში აირჩევენ შპალერს თავიანთი გემოვნების შესაბამისად, მოიპოვებენ ინფორმაციას შპალერის რულონის ზომების შესახებ და გამოიანგარიშებენ რულონების რაოდენობას, რომელიც საკმარისი იქნება ოთახის რემონტისთვის. რულონის ფასის მიხედვით დაადგენენ შპალერის საერთო ღირებულებასაც. ინფორმაციას მიაწვდიან მშობლებს.
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტზე მუშაობით მოსწავლეებს განუვითარდებათ საინფორმაციო ტექნოლოგიებთან მუშაობის, ჟგუფური მუშაობის და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევა.
- პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ნანა ბაბუციძე
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nanababuca@gmail.com
- პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://nanababuca.blogspot.com/
Subscribe to:
Comments (Atom)