პროექტები და ღონისძიებები

  1. პროექტის სახელწოდება: ,,ჩემი ლამაზი ოთახი"
  2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლე გამოთვლის თავისი ოთახისთვის საჭირო შპალიერის რაოდენობას და ფასს და მშობლებს მიაწოდებს ინფორმაციას.
  3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლე გაიმყარებს შეძენილ თეორიულ ცოდნას პრაქტიკული სამუშაოებით და ოჯახის წევრებს გაუწევს კომპეტენტურ კონსულტაციას საკითხის ირგვლივ.
  4. პროექტის მიზნები: მოსწავლე იძენს საყოფაცხოვრებო პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარ-ჩვევებს.
  5. მონაწილეთა ასაკი: 11-12 წელი
  6. ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა
  7. მოსალოდნელი შედაგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ცხრილი სადაც შეტანილი იქნება: ოთახის კედლების ფართობი, რემონტისთვის საჭირო შპალერის რულონების რაოდენობა, შპალერის ფასი.
  8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: მეტრიანი, ინტერნეტ-მაღაზიები.
  9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად. აირჩევენ ჯგუფის რომელიმე წევრის ოთახს (მშობლებთან შეთანხმებით) და ჩაატარებენ გაზომვებს ჩემს მიერ მიცემული მითითებებით. ირჩევენ შესაფერის საზომ ერთეულს, საზომ ხელსაწყოს, ზომავენ ოთახის სიგრძეს, სიგანეს, სიმაღლეს, ფანჯრების და კარების სიგრძეს და სიგანეს. მიღებული შედეგით ასრულებენ გამოთვლებს. ანგარიშობენ კედლების ფართობს, კარ-ფანჯრის ფართობს და გამოთვლიან შპალერით დასაფარი ზედაპირის ფართობს. ინტერნეტ-მაღაზიებში აირჩევენ შპალერს თავიანთი გემოვნების შესაბამისად, მოიპოვებენ ინფორმაციას შპალერის რულონის ზომების შესახებ და გამოიანგარიშებენ რულონების რაოდენობას, რომელიც საკმარისი იქნება ოთახის რემონტისთვის. რულონის ფასის მიხედვით დაადგენენ შპალერის საერთო ღირებულებასაც. ინფორმაციას მიაწვდიან მშობლებს.
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტზე მუშაობით მოსწავლეებს განუვითარდებათ საინფორმაციო ტექნოლოგიებთან მუშაობის, ჟგუფური მუშაობის და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევა.
  11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ნანა ბაბუციძე
  12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nanababuca@gmail.com
  13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://nanababuca.blogspot.com/

No comments:

Post a Comment